მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

აქ იპოვი რასაც ეძებ!!!

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 3 » ბმვ–ს ახალი მოდელი
12:10
ბმვ–ს ახალი მოდელი
ახლახანს ბმვ–ს ახალი სერიული მოდელის პირველი გამოსახულებები გამოქვეყნდა. ახალ ავტომობილს "ოთხკარიანი კუპეს" ძარა აქვს და 6–სერიის ოჯახის ნაწილი გახდება და კონკურენციას გაუწევს აუდი ა7 სპორტბექკსა და მერსედეს–ბენც ცლს–ს. 

ახალი ავტომობილი შესრულებულია კონცეპტ–ქარ ბმვ გრან კოუპეს სტილში, რომლის საზოგადოების წინაშე წარდგენა გასულ წელს პეკინში გამართულ ავტოშოუზე შედგა. ადრე გავრცელებული მონაცემების თანახმად, პროტოტიპის სიმაღლე მხოლოდ 1,4 მეტრს შეადგენს, რაც დაახლოებით 10 სანტიმეტრით დაბალია "შვიდიანზე" და 8 სანტიმეტრით – "ხუთიანზე". გარდა ამისა, ასეთი ავტომობილი აღჭურვილი იქნება უჩარჩოო კარებებით და მთლიანად შუქდიოდური სინათლეებით. 

სავარაუდოდ, ახალი ავტომობილი ისეთივე ძრავებით აღიჭურვება, რომლებიც ბმვ 6–სერიის სტანდარტულ კუპესა და კაბრიოლეტზე გამოიყენება. ამჟამად ეს ავტომობილები გამოდის ექვსცილინდრიანი 3,0 ლიტრი მოცულობის ბენზინის ძრავით, რომლის სიმძლავრე 320 ცხენისძალას შეადგენს, ასევე 407 ცხენისძალიანი ტურბინირებული რვაცილინდრიანი 4,4 ლიტრი მოცულობის ძრავით. მეორე დასახელებული ძრავის დახმარებით კუპე ნოლიდან საათში 100 კილომეტრამდე სიჩქარეს 4,9 წამში ანვითარებს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 250 კილომეტრს აღწევს საათში. 

სავარაუდოდ ევროპის ბაზარზე ბმვ–ს "ოთხკარიანი კუპე" უკვე მომავალი წლიდან გამოჩნდება. 
კატეგორია: ავტო | ნანახია: 980 | დაამატა: anamigro | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 Jjfmha  
0
atorvastatin 20mg drug <a href="https://lipiws.top/">order lipitor 10mg generic</a> buy generic atorvastatin 20mg

სახელი *:
Email *:
კოდი *: