მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

აქ იპოვი რასაც ეძებ!!!

ხუთშაბათი, 25.04.2024
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 3 » ახალ აუდი ა2–ს ფრანკფურტში წარადგენენ
12:12
ახალ აუდი ა2–ს ფრანკფურტში წარადგენენ
მიმდინარე წლის სექტემბერში ავტოშოუზე, რომელიც ფრანკფურტში გაიმართება, კომპანია აუდი კონცეპტუალური ელექტროქარის წარდგენას გეგმავს, რომელიც მომავალი თაობის აუდი ა2–ს წინამორბედი გახდება. ამის თაობაზე განცხადება გერმანული ავტომწარმოებლის წარმომადგენელმა გააკეთა. 

ახალი აუდი ა2 შეიქმნება მხოლოდ როგორც ელექტრომობილი და ამიტომ ტრადიციული შიგაწვის ძრავები ამ მოდელისთვის გათვალისწინებული არ არის. 

– კომპანიაში იმდენად პოპულარულია ეს იდეა, რომ ხელმძღვანელობამ შესაძლოა ელექტროქარების მთელი ოჯახის გამოშვების გადაწყვეტილებაც კი მიიღოს, – განაცხადა კომპანიის წარმომადეგენლმა, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა. 

სხვა მონაცემებით, მაინც არის გათვალისწინებული ბენზინისა და დიზელისძრავიანი მოდიფიკაციების გამოშვება, რომელთა შორის ასევე იქნება ოთხცილინდრიანი ძრავიანი ავტომობილი, რომელიც მოდელ ა1–ზე გამოიყენება. 

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომავალი თაობის მოდელი ა2 მიიღებს ახალ პლატფორმას და ძარას, რომელიც შესრულებული იქნება არა მთლიანად ალუმინისგან, როგორც ეს წინამორბედის შემთხვევაში იყო, არამედ კონსტრუქციით, რომელშიც ფოლადის, ალუმინისა და ნახშირბოჭკოსთან არმირებული პლასტიკის გამოყენებაა გათვალისწინებული. კომპანიაში ამტკიცებენ, რომ მანქანა გახდება ამ ბრენდის ყველაზე მაღალტექნოლოგიური ავტომობილი, რომელშიც კომპანიის უკანასკნელი მიღწევები იქნება გამოყენებული. 

გასულ თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანულმა ავტომწარმოებელმა გადაწყვიტა ა2–ს დებიუტი 2016 წლამდე გადაედო. ამის მიზეზად სახელდებოდა ის, რომ კომპანიას არ სურდა თავისი ახალი პლატფორმის შექმნა, არამედ დაელოდებოდა კონცერნ ფოლკსვაგენის მიერ ახალი პლატფორმის შექმნას. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აუდი ა2 სერიული ელექტრომობილი, რომელიც კონკურენციას გაუწევს ბმვ ი3–ს, დილერებთან 2015 წლისთვის გამოჩნდება. 

კატეგორია: ავტო | ნანახია: 971 | დაამატა: anamigro | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: