მთავარი » 2011 სექტემბერი 3 » ახალ სეატს სექტემბრისთვის ამზადებენ
12:15 ახალ სეატს სექტემბრისთვის ამზადებენ | |
მიმდინარე წლის სექტემბერში ფრანკფურტის ავტოშოუზე კომპანია სეატი მომავალი თაობის მოდელ ლეონის წარდგენას გეგმავს. ახალი ლეონის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცედლება. წინასწარი მონაცემებით, ავტომობილი მეექვსე თაობის ფოლკსვაგენ გოლფის პლატფორმაზე იქნება აგებული და კონცეპტ–ქარ იბე–ს სტილში შესრულებულ დიზაინს მიიღებს, რომლის დებიუტი გასული წლის ოქტომბერში პარიზის ავტოშოუზე შედგა. მოსალოდნელია, რომ პროტოტიპსა და სერიულ მანქანებს მსგავსი სილუეტის ძარა და შუქ–ფარები ექნება. გარდა ამისა, მომავალი თაობის ლეონს მყიდველებს შესთავაზებენ არა მხოლოდ ხუთკარიანი ჰეჩბეკის ძარით, არამედ ასევე სამკარიან ჰეჩბეკსა და უნივერსალს. კონცეპტუალური სეატ იბე აღჭურვილი იყო ელექტროძრავით, რომლის სიმძლავრე საშუალო სისწრაფით მოძრაობისას 68 ცხენისძალით შემოიფარგლებოდა, ხოლო მკვეთრი აჩქარების შემთხვევაში მაქსიმალურ 102 ცხენისძალამდე იზრდებოდა. ძრავი ენერგიას იონური აკუმულატორების კომპლექტისგან იღებდა, რომელიც ავტომობილს დამატების დამუხტვის გარეშე 130 კილომეტრის გავლის საშუალებას აძლევდა. კომპანიის მონაცემებით მაქანას ნოლიდან საათში 50 კილომეტრამდე სიჩქარის განვითარებისთვის 3,6 წამი სჭირდებოდა, ხოლო 100–მდე – 9,7 წამი. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 160 კილომეტრი იყო საათში. აღსანიშნავია, რომ ადრე კომპანია სეატმა დაადასტურა საკუთარი გეგმა ავტომობილის სერიულ გამოშვებასთან დაკავშირებით, რომელიც პროტოტიპ იბე–ს მოტივებზე იქნებოდა აგებული. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |