მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

აქ იპოვი რასაც ეძებ!!!

შაბათი, 20.04.2024
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 3 » ახალი მერსედესები
12:06
ახალი მერსედესები



ახლახანს დროზე ადრე გავრცელდა მომავალი თაობის ყველგანმავალ მერსედეს–ბენც მ–კლასის ოფიციალური ფოტოსურათები. ავტომობილის პრეზენტაცია შტუტგარტში, ავტომწარმოებლის შტაბ–ბინაში შედგა. 

ახალი მანქანის სიგრძე 4.804 მილიმეტრია, სიგანე – 1.926, ხოლო სიმაღლე – 1.796 მილიმეტრი. ამგვარად, ახალი მ–კლასის ყველგანმავალი 24 მილიმეტრით გრძელი, 16 მილიმეტრით განიერი და 19 მილიმეტრით დაბალია თავის წინამორბედზე. ყველგანმავალი აგებულია წინამორბედი ავტომობილის მოდერნიზებულ პლატფორმაზე. 

თავდაპირველად მ–კლასს მყიდველებს ორი სახის დიზელის: ოთხცილინდრიანი, 2,1 ლიტრი მოცულობის, 204 ცხენისძალის მქონე სიმძლავრის და 3,0 ლიტრი მოცულობის ექვსცილინდრიანი, 258 ცხენისძალიანი ძრავებით შესთავაზებენ. 

გარდა ამისა, ასევე ხელმისაწვდომი იქნება 3,5 ლიტრი მოცულობის ექვსცილინდრიანი ძრავით, რომელიც საწვავის პირდაპირი შესხურების სისტემით იქნება აღჭურვილი. ამ ძრავის სიმძლავრე 306 ცხენისძალა იქნება და მისი საშუალებით მანქანას შეუძლია ნოლიდან საათში 96 კილომეტრამდე სიჩქარის 7,6 წამში განვითარება, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 233 კილომეტრს შეადგენს. ყველა ჩამოთვლილი ძრავი შვიდსაფეხურიანი სიჩქარეთა გადაცემის ავტომატური კოლოფის დახმარებით იმუშავებს და "სტარტ–სტოპის" სისტემას მიიღებს. 

მოგვიანებით ავტობაზარზე ასევე გამოვა ემჯ–ს ატელიეს მიერ გაძლიერებული მ–კლასის მანქანებიც. ეს ავტომობილები მიიღებს 5,5 ლიტრი მოცულობის რვაცილინდრიან ორმაგი ტურბინირების მქონე ძრავებს. ასევე გამოვა დიზელ–ელექტრო ვერსია სახელწოდებით მლ 300 ჰიბრიდი. ეს ავტომობილი აღიჭურვება 2,1 ლიტრი მოცულობის დიზელის და 20 ცხენისძალიანი ელექტროძრავით. 

ფართო საზოგადოებისთვის მერსედეს–ბენც მ–კლასის წარდგენა მიმდინარე წლის შემოდგომით ფრანკფურტის ავტოშოუზე შედგება, რის შემდეგაც ავტომობილს ევროპელი ავტოდილერები მიიღებენ. 

მერსედეს–ბენცის კიდევ ერთ სიახლეს წარმოადგენს ყველგანმავალი კაბრიოლეტი, რომელიც კომპანიის განყოფილებამ თზუსშფდ ეკგსლთ–მა წარმოადგინა და რომელიც ძირითადად სამხედრო ტექნიკის დამზადებითაა დაკავებული. ახალი ყველგანმავლის წარმოდგენა მიეძღვნა ყველგანმავალ უნიმოჯის გამოშვების 60 წლისთავს. ახალი ავტომობილის წარდგენა მოხდა კონცერნ დაიმლერის საწარმოში, რომელიც ქალაქ ვიორტში მდებარეობს. 

განყოფლების წარმომადგენლების თქმით, უჩვეულო პროტოტიპის ავანგარდულ დიზაინში ერთმანეთთან შეხამებულია წარსულისა და მომავალის ყველგანმავლების შტრიხები. ამასთან, ამ მანქანის სტილზე მუშაობის დროს მისი შემქმნელებისთვის ერთგვარი ბიძგის მიმცემი გახდა შხამიანი ხეზე მცოცავი ბაყაყები. ამით არის განპირობებული ის კაშკაშა ფერები, რომელშიცაა შესრულებული ავტომობილი – ღია მწვანე ფერის ძარა და საკიდრების წითელი ზამბარები. გარდა ამისა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს "ბაყაყები" თავს შესანიშნავად გრძნობენ როგორც ხმელეთზე, ისე წყალში. 

კონცეპტ–ქარი აგებულია ყველაზე მძიმე და მძლავრი ყველგანმავლის, უნიმოჯ–უ5.000–ს ბაზაზე. პროტოტიპში როგორი ძრავია გამოყენებული, უცნობია. სერიული მანქანა აღჭურვილია 4,8 ლიტრი მოცულობის დიზელის ძრავით, რომლის სიმძლავრე 218 ცხენისძალას შეადგენს. 
კატეგორია: ავტო | ნანახია: 1122 | დაამატა: anamigro | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 Damtqn  
0
order atorvastatin 40mg without prescription <a href="https://lipiws.top/">buy atorvastatin 40mg</a> atorvastatin 80mg over the counter

სახელი *:
Email *:
კოდი *: