მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

აქ იპოვი რასაც ეძებ!!!

პარასკევი, 27.12.2024
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 3 » ავსტრალიელებმა კარბონული სუპერქარი შექმნეს
12:13
ავსტრალიელებმა კარბონული სუპერქარი შექმნეს
ავსტრალიურმა კომპანია ჯოსს დეველოპმენტმა გამოაცხადა, რომ პრაქტიკულად დაასრულა თავისი პირველი მოდელის, კარბონული სუპერქარის შექმნა, რომელზეც მუშაობა ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო. მელბურნის ავტოშოუზე, რომელიც 1 ივლისს გაიხსნება, ავტომწარმოებელი ახალი ავტომობილის სატესტო პროტოტიპს და სერიული ავტომობილის მაკეტს წარმოადგენს, რომელიც აეროდინამიურ მილში გამოცდების გასავლელადაა გათვალისწინებული. ავტომბილის პირველი კონცეპტუალური მაკეტები კომპანია ამავე გამოფენაზე შვიდი წლის წინ წარმოადგინა. 

უკანაგამწევი ხიდიანი საშუალოძრავიანი სუპერქარი კარბონულ მონოკოკს მიიღებს,ძარის პანელებს, რომლებიც ნახშირპლასტიკისგანაა დამზადებული და კევლარით გაძლიერებული, ასევე მთლიანად ალუმინისგან დამზადებულ რვაცილინდრიან ძრავს, რომლის სიმძლავრე 500 ცხენისძალას შეადგენს. ძრავი ექვსსაფეხურიან სიჩქარეთა გადაცემის მექანიკურ კოლოფთან ერთად იმუშავებს. ასეთი ძალოვანი მოწყობილობებით სუპერქარს ნოლიდან საათში 100 კილომეტრამდე სიჩქარის განვითარებისთვის სამ წამზე ნაკლები დრო დასჭირდება და მეოთხედ მილს (402 მეტრი) 11 წამში გაივლის. ახალი ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე საათში 340 კილომეტრი იქნება. 

გარდა ამისა, ჯოსის პირველი მოდელი, რომლის "მშრალი" წონა 940 კილოგრამს არ აღემატება, აღჭურვილი იქნება მძლავრი სამუხრუჭე სისტემებით, ასევე 18 დიუმიანი საბურავის დისკებით და ტოუოს საბურავებით. 

ახალი ავტომობილის სავარაუდო ფასი დაახლოებით 412,5 ათასი ევრო იქნება. 
კატეგორია: ავტო | ნანახია: 893 | დაამატა: anamigro | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: