მთავარი » 2011 სექტემბერი 3 » ბუგატის სუპერსედანი 1,5 მილიონი ევრო ეღირება
12:39 ბუგატის სუპერსედანი 1,5 მილიონი ევრო ეღირება | |
ბუგატის მარკის ახალი მოდელი, სრული ზომის სპორტული სედანი სერიული გამოშვების შემთხვევაში დაახლოებით 1,5 მილიონი ევრო ეღირება. ამ ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანული მასმედია. ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი ბუგატი ერთ–ერთი ყველაზე მსუბუქი ავტომობილი გახდება თავის კლასში. ეს სედანი აღჭურვილი იქნება დეფორსირებული 800 ცხენისძალის მქონე 16 ცილინდრიანი ძრავით, რომელიც რვა საფეხურიანი ავტომატური სიჩქარეთა გადაცემის კოლოფის დახმარებით იმუშავებს. ახალი მანქანის სავარაუდო მაქსიმალური სიჩქარე 350 კილომეტრი იქნება საათში. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად ყველაზე ძვირადღირებულ სედანს წარმოადგენს მაიბახი 625 ლენდეულეტი, რომელიც შეზღუდული რაოდენობით იქნა გამოშვებული. მისი ფასი დაახლოებით 900 ათასი ევროა, რაც თითქმის ორჯერ სჭარბობს ჩვეულებრივი მაიბახი 625–ს ფასს. შედარებისთვის როლს–როის ფანტომი დაახლოებით 300 ათასი ევრო ღირს. წინასწარი მონაცემებით, ბუგატის სედანი შეზღუდული რაოდენობით 150 ცალი გამოვა. თუმცა, ჯერჯერობით მის გამოშვებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუ ახალ მანქანას სერიულ წარმოებაში ჩაუშვებენ, ეს ავტომობილი გაყიდვაში 2013 წელზე ადრე არ გამოვა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |