მთავარი » 2011 » სექტემბერი » 3 » გაშიფრე ის ერთი შეხედვით
14:56 გაშიფრე ის ერთი შეხედვით | |
ნუ დახარჯავ ფუჭად დროს იმაზე ფიქრში, არის თუ არა შენი რჩეული გულახდილი. რას ფიქრობს და რას მოელის ის შენგან? ამ ყველაფრის გარკვევა მხოლოდ ერთი შეხედვითაა შესაძლებელი. გამოჭერი ეს ბარათები და ეცადე ჩანთით თან ატარო პაემნებზე – ასე უფრო სწრაფად გამოააშკარავებ მის იდუმალ ზრახვებს. აკონტროლე მისი ტუჩები მამაკაცები ხშირად ბევრ ინფორმაციას არ გადმოგცემენ, თუმცა, თუ კარგად დავაკვირდებით, მათი ტუჩები ააშკარავებენ იმ დეტალებს, რომელთა თქმასაც არ აპირებენ. მოკუმული ტუჩები მამაკაცი ასე მაშინ აკეთებს, როცა თავს იკავებს რაიმეს თქმისგან. ის ტუჩებს კუმავს, თითქოს ეშინია, არაფერი წამოსცდეს. ეს ხშირად ხდება იმ დროს, როცა ის სავსეა ემოციებით, უბრალოდ, მათი გამოხატვის საუკეთესო გზას ეძებს. სულელური ღიმილი თუკი მამაკაცი, რომელიც ახლახან გაიცანი, ზუსტად ასე იცინის, შეგიძლია დაუყოვნებლივ საპირისპირო მხარეს შეტრიალდე და გაიქცე. ეს კლასიკური ნიშანია იმისა, რომ ის შენით არ დაინტერესდა, დაგცინის და გეთამაშება. მშვიდი ღიმილი ყურადღება გაამახვილე მისი პირის კიდეებზე. თუკი ისინი ხშირად მოძრაობენ ყურების მიმართულებით, ე.ი. ის გულწრფელი და ოპტიმისტი ადამიანია. მასთან ურთიერთობის წამოწყება დიდ სირთულეს არავისთვის არ წარმოადგენს. ტუჩების ენით დასველება ეს მოძრაობა სექსუალურია, მაგრამ შესაძლოა ცოტა არ იყოს ზიზღისმომგვრელი და სიყალბის შეგრძნება დატოვოს. რაიმეს თქმის შემდეგ თუ ტუჩს ილოკავს, შეიძლება გატყუებს და დანაშაულის კვალის წაშლას ცდილობს. გაშიფრე, როგორ უჭირავს მას სასმელი თუ შენი პარტნიორის ან ახალგაცნობილი მამაკაცის წინ ზიხარ, რომელიც ლუდს პირდაპირ ბოთლიდან სვამს, დააკვირდი, როგორ უჭირავს ბოთლი _ ამით ბევრ რამეს გაგიგებ, მაგალითად, რას ფიქრობს ის ან როგორ გრძნობს თავს შენთან. ის ეხება ბოთლის ყელს თუ ცერა თითით ის ნაზად ეხება ბოთლის ყელს, ე.ი. მამაკაცი თავდაჯერებულია, მეტიც, ის თითქოს ამბობს: მე ზედმეტად მაგარი ვარ იმისთვის, რომ რომელიმე გოგო ხელიდან გამისხლტეს. ის ბოთლს დგამს მკერდის გასწვრივ ბოთლი თითქოს კედელია, რომელსაც ის თქვენ შორის დგამს. ელაპარაკე კინოზე, სპორტზე და სხვა ამბებზე მანამ, სანამ სასმელი მოეკიდება და მოეშვება. ის შენკენ წევს თავის სასმელს როდესაც სადილობთ ან ბართან სხედხართ, მამაკაცი უნებურად აკეთებს ამას, რადგან შენთან უფრო ახლო ურთიერთობის სურვილი უჩნდება. ის თამაშობს ბოთლის ეტიკეტით მამაკაცი ნერვიულობას ასე გამოხატავს.მიახვედრე, რომ შენც დაინტერესებული ხარ მისით. შეიძლება ისეთ რამეზე წუხს, რაც ჯერ არ უთქვამს. ეცადე, საუბრის დაწყებაში მიეხმარო. | |
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 994 | დაამატა: anamigro | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 1 | ||
| ||
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
სტატუსები [8] |
კინო [4] |
სურათები [4] |
მოდა [5] |
ლექსები [4] |
სპორტი [4] |
პროგრამები [16] |
მობილურისთვის [8] |
თამაშები [8] |
რჩევები [15] |
დიეტა [5] |
ეს საინტერესოა [13] |
ავტო [9] |
ტესტები [1] |
ქართული სიმღერები [4] |
უცხოური სიმღერები [1] |
Block title
მზე დამაქვს ხურჯინ
მოუსმინეთ მაგარია
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
ჩვენი გამოკითხვა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0