12:03 გული (ორგანო) | |
გული, ადამიანისა და ცხოველების სისხლის მიმოქცევის სისტემის ცენტრალური ორგანო, რომლის კუნთოვანი კედლის რიტმული შეკუმშვა განაპირობებს ორგანიზმში სისხლის ცირკულაციას. გული ვითარდება სისხლგამტარი სისტემის ამა თუ იმ უბნის გარდაქმნის შედეგად სხეულის ზურგის (ჭიები, მოლუსკები, ფეხსახსრიანები და სხვა) ან მუცლის (ქორდიანები) ნაწილში.
ლაყუჩებით მსუნთქავ ხერხემლიანებს (უყბოები, თევზები, ამფიბიებიისლარვები), რომელთათვისაც დამახასიათებელია სისხლის მიმოქცევის ერთი წრე, აქვთ თითო წინაგული და პარჯუჭი (ორკამერიანი გული), სადაც მხოლოდ ვენური სისხლია. ფილტვებით სუნთქვისას, ე. ი. სისხლის მიმოქცევის მეორე წრის გაჩენისას, გულში არტერიული სისხლიც შედის და გული მარჯვენა (ვენურ) და მარცხენა (არტერიულ) ნახევრად იყოფა. | |
|
სულ კომენტარები: 1 | ||
| ||