მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

აქ იპოვი რასაც ეძებ!!!

პარასკევი, 27.12.2024
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 3 » მოღალატე ქოჩორი
12:01
მოღალატე ქოჩორი

თმის ცვენა აწუხებს ყველას - ქალებსაც და მამაკაცებსაც. ამ პრობლემის მოგვარების გზებს მთელი მსოფლიოს მეცნიერები ეძებენ. მასმედია თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებების რეკლამებით არის სავსე, მაგრამ გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ მათგან მხოლოდ ერთეულებია ეფექტური. იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემას, უნდა დავადგინოთ, როგორ და რატომ ცვივა თმა.


დავიწყოთ იმით, რომ თმა ადამიანს განუწყველტივ სცვივა მთელი სიცოცხლის მანძილზე, და ეს ნორმალურია. ამქვეყნად ყველაფერი იცვლება. ასეა თმაც. ძველი და დასუსტებული ღერები ცვივა და მათ ადგილას ახალი ამოდის. მთავარი დაცვენილი თმის რაოდენობაა: თუ ის მეტისმეტად მრავლად და სწრაფად ცვივა, ეს უკვე სიგნალია იმისა, რომ საჭიროა ქმედითი ღონისძიებები. რასაკვირველია, შეიძლება, ბედს შევეგუოთ, არაფერი მოვიმოქმედოთ და დავტოვოთ ყველაფერი ისე, როგორც არის, მაგრამ ზოგიერთი მამაკაცი სიმელოტეს მტკივნეულად განიცდის, მით უმეტეს - თუ ის სავსებით ახალგაზრდაა. თმის მოსალოდნელი ცვენის დასაწყისისა და თავის კანის დაავადების ერთ-ერთი მაუწყებელი ნიშანი ქერტლია. ჩვეულებრივ, ის გამოწვეულია თავის კანის დასუსტებითა და გამოფიტვით. ამრიგად, თუ შეამჩნიეთ, რომ თმის ცვენა დაგეწყოთ, მიზეზი უნდა ეძებოთ და მასზე ზემოქმედება სცადოთ. მამაკაცებში თმის ცვენის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია მემკვიდრეობითი ფაქტორი. დიახ, სიმელოტე ხშირად მემკვიდრეობით გადაეცემა. ისე რომ, თუ უახლოეს წინაპრებსა და სისხლით ნათესავებს შორის მელოტი მამაკაცები გყავთ, სხვა მიზეზი შეიძლება აღარც ეძებოთ. მომდევნო მიზეზია დაავადებები, და არამარტო თავის კანისა. ხშირად თმა ცვივა ავიტამინოზის, იმუნიტეტის დაქვეითების, ორგანიზმის დასუსტების დროს. ის, აგრეთვე, შესაძლოა გამოიწვიოს რკინის ნაკლებობამ. თმის ცვენა პიკს აღწევს შემოდგომასა და გაზაფხულზე, როდესაც განსაკუთრებით არის დაქვეითებული იმუნიტეტი და ორგანიზმი მეტისმეტად მგრძნობიარეა ვირუსების მიმართ. ზოგჯერ თმის ცვენას გადაჭარბებული მოვლაც იწვევს. ზოგს უყვარს, ყოველდღე განაცვიფროს საზოგადოება ახალი ვარცხნილობით. თმა ვერ უძლებს ასეთ ტანჯვა-წამებას და სუსტდება. მით უმეტეს, მოდური ვარცხნილობა ხშირად ითხოვს თმის ქიმიურ დამუშავებას (ლაქი, საღებავი და სხვა). თმის ცვენას იწვევს ცუდი ეკოლოგიური პირობები, რაც ძალზე გავრცელებული პრობლემაა მთელ მსოფლიოში. ადვილი მისახვედრია, რომ ეს ფაქტორი უმთავრესად დიდ და სამრეწველო ქალაქებში მოქმედებს. თმის ცვენა შეიძლება გამოიწვიოს მრავალრიცხოვანმა ემოციურმა თუ ფიზიკურმა სტრესმა. სტრესის დროს არამცთუ თმა, მთელი ორგანიზმი სხვანაირად იქცევა. შედეგად ვიღებთ თმის ცვენას, კანის დაავადებებს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევებს და ფსიქიკურ აშლილობასაც კი. ასე რომ, იზრუნეთ დასვენებასა და სტრესის დაძლევაზე, ეცადეთ გამოიმუშაოთ სტრესისადმი შეუვალობა. თმის ცვენის მიზეზებს შეიძლება დავამატოთ არასათანადო კვება, რაც ორგანიზმში საჭირო ნივთიერებების უკმარისობას იწვევს. რამდენიმე მიზეზი უკვე ჩამოვთვალეთ. ახლა განვსაზღვროთ, როგორ ვებრძოლოთ პრობლემას. არსებობს ორი ვარიანტი: ან თავად ვსინჯოთ, ან ექიმს მივმართოთ. პირველი ვარიანტი შეიძლება განვახორციელოთ ხალხური საშუალებებით, მაგრამ ყურადღებით უნდა ვიყოთ: მათი არარაციონალური გამოყენებით შესაძლოა თავს უფრო მეტად ვავნოთ. მეორე ვარიანტი გაცილებით უსაფრთხო და პრაქტიკულია, თუმცა შედარებით ძვირიც. თანამედროვე კლინიკებში შეიძლება მიიღოთ ექიმის კონსულტაცია, რომელიც მოგცემთ ზუსტად თქვენი თმისთვის განკუთვნილ რეცეპტს. დაბოლოს, მეტი ყურადღება დაუთმეთ თმას, რადგან მას, ისევე როგორც ტანსაცმელსა და აქსესუარებს, შეუძლია ბევრი რამ უთხრას თქვენ შესახებ საქმიან პარტნიორებს, კოლეგებსა თუ საყვარელ ქალს.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 981 | დაამატა: anamigro | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: