მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

აქ იპოვი რასაც ეძებ!!!

პარასკევი, 27.12.2024
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 2 » პოსტი მხოლოდ მორცხვებისთვის! ヅ
18:48
პოსტი მხოლოდ მორცხვებისთვის! ヅ
პოსტი მხოლოდ მორცხვებისთვის! ヅ 

თუ თქვენ გიჭირთ ადამიანებთან ახლო და მნიშვნელოვანი ურთიერთობების დამყარება, ან უბრალოდ თქვენი ქცევები გასაქანს არ გაძლევთ და ზოგჯერ საზოგადოებაში თავს უხერხულად გრძნობთ, რამდენიმე რჩევას მოგცემთ!..



მართალია ეს, ასე ვთქვათ, პრობლემა ყველას არ აწუხებს, თუმცა უამრავია მორცხვი და ეს მახასიათებელი ხშირად მათი არაკომუნიკაბელურობის მიზეზი ხდება. სიმართლე გითხრათ, მეც ზედმეტად მორცხვი ვარ, ამიტომ, მორცხვებო, მოდით ერთად მოვიშოროთ ეს თვისება!

პოსტი მხოლოდ მორცხვებისთვის! ヅ

1. მორცხვების ჩვეულებრივი მახასიათებელია არაკომუნიკაბელურობა და ცოტა მეგობრები, თუმცა შეიძლება მეგობრების ყოლის შემთხვევაშიც ვიყოთ მორცხვები, ეს თვისება გამოვამჟღავნოთ უცხოებთან. ეს კარგს არაფერს მოგვიტანს! ახალი ნაცნობობა, ბევრი ურთიერთობები, თავისუფალი კონტაქტი.. კეთილად განეწყვეთ გარემოსადმი! დაიწყეთ საუბარი თუნდაც ისეთი პრიმიტიული კითხვებით, როგოროცაა მაგალითად "კარგი ამინდია,არა?" 

პოსტი მხოლოდ მორცხვებისთვის! ヅ

2. იხუმრეთ და არავინ გაიცინა.. მართლაც უხერხულია. მაგრამ ხელს ნუ ჩაიქნევთ და თავს იდიოტად ნუ შერაცხავთ! იუმორი ისეთი რამაა, რაც შეიძლება ისწავლო!

პოსტი მხოლოდ მორცხვებისთვის! ヅ

3. თავს გარიყულად გრძნობთ წვეულებაზე, გგონიათ რომ ყურადღებას არავინ გაქცევთ და გარშემომყოფებზე გაბრაზებული ხართ? შეეცადეთ ეს გრძნობა დაძლიოთ, დაიწყეთ ვინმესთან საუბარი, იცეკვეთ, იმხიარულეთ! თქვენ ხომ აქ გასართობად ხართ, და არა მოსაწყენად!

პოსტი მხოლოდ მორცხვებისთვის! ヅ

4. მეგობარმა წვეულებაზე დაგპატიჟათ, ძალიან გინდათ წასვლა თუმცა არ მიდიხართ, რადგან ფიქრობთ რომ გარიყული იქნებით და ყურადღებას არავინ მოგაქცევთ. შეიძლება ასეც მოხდეს, თუ თქვენს მორცხვობას არ დაძლევთ, ეკონტაქტეთ გარშემომყოფებს, გაიცანით უცხოები, შეეცადეთ მათზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ! ნუ იტყვით უარს გართობაზე!

პოსტი მხოლოდ მორცხვებისთვის! ヅ

5. დაფიქრდით, რამდენად მორცხვი ხართ, ან როდის ამჟღავნებთ ამას, შემდეგ კი სცადეთ გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები! 

პოსტი მხოლოდ მორცხვებისთვის! ヅ

6. მორცხვობის მოსაშორებლად საუკეთესო გზაა ხშირად იაროთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დაესწროთ ახალგაზრდულ ღონისძიებებს.. 

პოსტი მხოლოდ მორცხვებისთვის! ヅ

7. იყავით უფრო ხალისიანი! განა თქვენ გაგიჩნდებათ სურვილი კონტაქტი დაამყაროთ ისეთ პიროვნებასთან, ვისაც სახეზე "მჟავე" გამომეტყველება აქვს? 

პოსტი მხოლოდ მორცხვებისთვის! ヅ

8. ისაუბრეთ თავისუფლად! ნუ გექნებათ კომპლექსი ხმამაღალი საუბრისა, ამისთის არავინ დაგსჯით! 

პოსტი მხოლოდ მორცხვებისთვის! ヅ

9. სთხოვეთ თქვენს მეგობრებს გაგაცნონ თავისი მეგობრები, წამოიწყეთ ახალი ურთიერთობები. ხალხთან შეხვედრა სიმორცხვის დაძლევის საუკეთესო გზაა!

პოსტი მხოლოდ მორცხვებისთვის! ヅ

10. დახუჭე თვალები და წარმოიდგინე, რომ მოიქეცი უფრო თავისუფლად და არა მორცხვად, მაშინ ყველაფერი სხვანაირად მოგეჩვენება. მოგეწონა, არა?

პოსტი მხოლოდ მორცხვებისთვის! ヅ

11. ქუჩაში გამვლელმა გაგიღიმათ? თქვენც გაუღიმეთ! 

პოსტი მხოლოდ მორცხვებისთვის! ヅ

12. ნუ შეადრი თავს სხვებს, ეს შენ მეტად მორცხვს გაგხდის!

პოსტი მხოლოდ მორცხვებისთვის! ヅ

13. სცადე შეიცვალო ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველაფერს ერთბაშად ნუ შეცვლი!

პოსტი მხოლოდ მორცხვებისთვის! ヅ
 
კატეგორია: რჩევები | ნანახია: 990 | დაამატა: anamigro | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: