მთავარი » 2011 სექტემბერი 3 » ფსიქოლოგიური ტესტი
12:46 ფსიქოლოგიური ტესტი | |
პასუხებით იმდენად ავღფრთოვანდი, რომ არ შემეძლო აქ არ დამეწერა. :lol2: აუცილებელი პირობა: კითხვას წაიკითხავთ თუ არა, იმ წამში რაც მოგივათ აზრად, სადმე ჩაინიშნეთ. ჯერ კითხვებს უპასუხეთ და შემდეგ წაიკითხეთ პასუხები, თორემ ისე ყველაფერი აზრს დაკარგავს. მაშ ასე: 1. ვიღაცასთან ერთად სეირნობთ ტყეში. ვინაა თქვენი თანამგზავრი? 2. ღრმად შედიხართ ტყეში და ხედავთ ცხოველს. რომელი ცხოველია? 3. რა მოხდება შენსა და ცხოველს შორის? 4. გადიხარ ტყიდან და გადიხარ მინდორში, სადაც დგას თქვენი ოცნების სახლი. რა ზომისაა ის? 5. აქვს თუ არა ჭიშკარი? თუ კი, მაშინ როგორი და რა ზომის? 6. შედიხარ სახლში და შედიხარ სასადილო ოთახში. ცენტრში დგას მაგიდა. აღწერე რა დევს მაგიდაზე და საერთოდ რა ხდება მაგიდის გარშემო. 7. უკანა კარით გადიხართ სახლიდან. ბალახში დევს ჩაის ჭიქა. რისგანაა ის დამზადებული? 8. რას უზამთ ჭიქას? 9. გადიხართ ბაღში და ხვდებით წყალსაცავთან? რას მოიმოქმედებთ? როგორ გადახვალთ წყალსაცავზე? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა პასუხი ჩაიწერეთ. აქ პასუხების ტერიტორიაა, თვალი არ წაგიცდეთ 1. პერსონაჟი, რომელთან ერთადაც დადიხართ ტყეში, არის ის ადამიანი , რომელსაც 100%-ით ენდობით. ისაა ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეგიძლიათ გული გადაუშალოთ, დაიწყოთ ერთობლივი ბიზნესი ან რაიმე მაგდაგვარი. 2. ცხოველის ზომა – ესაა თქვენი მატერიალური პრობლემების გაბარიტები. რაც უფრო დიდია ცხოველის ზომა, მით მეტია ცხოვრებისეული სირთულეები. 3. ცხოველთან შეხვედრა აღწერს თუ როგორ უმკლავდებით ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს. თუ ეფერებით – ესეიგი პრობლემას აგვარებთ წყნარად და მშვიდად. თუ ურტყამთ, ესეიგი თქვენი მატერიალური პრობლემები აგრესიულ ხასიათს ატარებს. თუ ცხოველი გარბის, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გირჩევნიათ უბრალოდ ლოდინი და არ ერევით არაფერში. 4. თუ პატარა სახლია, თქვენ არცთუ ისე ძალიან გინდათ პრობლემების მოგვარება. თუ სასახლეა, მიისწრაფით სიმდიდრისკენ. 5. ჭიშკის არ არსებობა მიგვანიშნებს თქვენს უბრალოობაზე. მოგწონთ ახალი ნაცნობ-მეგობრების შეძენა. თუ დიდია – ჩაკეტილი ადამიანი ბრძანდებით. პრობლემები გაწუხებთ და მარტოობით იტანჯებით. 6. პასუხში თუ არ მოიხსენიეთ ადამიანები, საჭმელი ან ყვავილები, ფულს ეძებთ არასწორ ადგილას. სამსახურის ძებნისას გაინტერესებთ ხელფასის ზომა და არა ის, თუ რა მოვალეობა გეკისრებათ. 7. ჭიქის შემადგენლობა ნიშნავს იმას, თუ როგორ აღიქვამთ პირველ კითხვაში ნახსენებ ადამიანთან ურთიერთობას. პლასტმასი ან ქაღალდი – ერთჯერადია. ფაიფური – რბილი და მყარი. მეტალი – ყველაზე გამძლე. ასეთ პარტნიორთან შეგიძლია მეგობრობაც, ბიზნეს-პარტნიორობაც და შეგიძლია კოსმოსში გაფრენაც. 8. ჭიქასთან მოპყრობა ნიშნავს იმას, თუ როგორ მოექცევი პირველ კითხვაში ნახსენებ ადამიანს. 9. იმის მიხედვით, თუ რა დონეზე დასველდებით, შეგვიძლია დავასკვნათ, თუ რამხელა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში ფულს. ასევე გვეუბნება თუ როგორი მომზადებული ხართ მის საშოვნელად. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |