მთავარი » 2011 სექტემბერი 3 » ყველაზე სწრაფი და მძლავრი ალფა რომეო
12:16 ყველაზე სწრაფი და მძლავრი ალფა რომეო | |
გერმანულმა ატელი ნოვიტექმა კუპესა და როდსტერ ალფა რომეოსთვის ახალი პროგრამით შესრულებული სპორტ–პაკეტი წარმოადგინა, რომელიც, კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ამ მოდელს ყველა მძლავრ და სწრაფ მანქანად აქცევს იტალიური ბრენდის არსებობის ისტორიაში. ნოვიტექის ინჟინრებმა რვაცილინდრიანი 4,7 ლიტრი მოცულობის ძრავის სიმძლავრის 600 ცხენისძალამდე გაზრდა მოახერხეს (150 ცხენისძალით მეტი საბაზო მანქანასთან შედარებით). იმისთვის, რათა ინჟინრებს ასეთი მაჩვენებლისთვის მიეღწიათ, ძრავისთვის მექანიკური ამძრავის, უფრო ნაყოფიერი ინტერკულერის და ახალი გამშვები სისტემის დაყენება დასჭირდათ. ტიუნინგ–ატელიეს მონაცემებით, მანქანას ნოლიდან საათში 100 კილომეტრამდე სიჩქარის განვითარებისთვის 3,9 წამი დასჭირდება, ხოლო ახლა უკვე მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 305 კილომეტრს აღწევს, რაც სტანდარტულს საათში 15 კილომეტრით სჭარბობს. გარდა ამისა, ნოვიტექის სპორტ–პაკეტში ასევე შედის ინტერიერის ექსკლუზიური გაფორმება, ახალი რეგულირებადი სპორტული საკიდარი, 21 დიუმიანი საბურავების დისკები ნა3 წინა ხიდისთვის და 22 დიუმიანი დისკები უკანასთვის. მოამზადა კახა ხატიაშვილმა | |
|
სულ კომენტარები: 0 | |