მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

აქ იპოვი რასაც ეძებ!!!

პარასკევი, 27.12.2024
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 2 » როგორ ავირჩიოთ სწორად მომავალი პროფესია?
18:38
როგორ ავირჩიოთ სწორად მომავალი პროფესია?

მომავალი პროფესიის არჩევა არის ყველაზე აქტალური თემა მოსწავლეებს შორის. თქვენი მომავალი ხომ თქვენს პროფესიაზეა დამოკიდებული, ამიტომ მისი სწორად შერჩევა დიდ აუცილებლობას წარმოადგენს. სწორი პროფესია, რომ აირჩიოთ, საჭიროა გაითვალისწინოთ რამოდენიმე რჩევა.


ყველაზე მთავარი,რაზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება პროფისიის არჩევისას, ეს არის ის, რაც თქვენ ნამდვილად განიჭებთ სიამოვნებას და თქვენთვის საინტერესოა. დამეთანხმებით, რაში გჭირდებათ პროფესია, რომელიც არ გაინტერესებთ და სიამოვნებას არ მოგანიჭებთ.


მეორე, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს არის თქვენი საკუთარი ჯანმრთელობა და ხასიათი. მაგალითად თუ თქვენ გაქვთ სუსტი ჯანმრთელობა, მაშინ ესა თუ ის პროფესია შესაძლოა თქვენთვის სახიფათო აღმოჩნდეს.



მესამე, ყურადღება უნდა მიაქციოთ იმასაცათუ რას გთავაზობთ ესა თუ ის პროფესია და რამდენად პერსპექტიულია იგი. თუმცა ამავე დროს არ ღირს მისი არჩევა მხოლოდ და მხოლოდ პრესტიჟისა და ფულისთვის. თქვენი პროფესია ნამდვილად უნდა მოგწონდეთ და უნდა გქონდეთ სურვილი იმისა, რომ ემსახურათ მას მთელი ცხოვრება.

მომავალი პროფესიის არჩევისას გაითვალისწინეთ სამი ფაქტორი:

"მე მინდა" - თქვენი პირადი ინტერესები.

"მე შემიძლია" - თქვენი შესაძლებლობები და ჯანმრთელობის მდგომარეობა.

"მე უნდა ვიცოდე" – გარკვეულ პროფესიის სფეროში ცოდნა ძალიან საჭიროა





თუ გავაერთიანებთ, სამივე ფაქტორების. არჩევანი პროფესიისა, წარმატებული იქნება.


- შეისწავლეთ რაც შეიძლება ბევრი პროფესია, გაიგეთ რომელი პროფესია იქნება უფრო წარმატებული ქვეყანაში.

- შეისწავლეთ საკუთარი თავი(ინტერესები, ხასიათი, ჯანმრთელობა).

- გაითვალისწინეთ მხოლოდ საკუთარი აზრი და სურვილი, და არა მშობლებისა და მეგობრებისა.






თუ რჩევებს გაითვალისწინებთ, იმედი მაქვს თქვენთვის სასიამოვნო და წარმატებულ პროფესიას აირჩევთ ! 


კატეგორია: რჩევები | ნანახია: 906 | დაამატა: anamigro | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: