მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

აქ იპოვი რასაც ეძებ!!!

პარასკევი, 27.12.2024
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 2 » როგორ შევიცვალოთ გარეგნობა?!
18:27
როგორ შევიცვალოთ გარეგნობა?!
ყველა ადამიანს სურს მისი გარეგნობის უკეთესობისაკენ შეცვლა, ალბათ არც თქვენ ხართ გამონაკლისი. ამიტომაც რამოდენიმე რჩევას მოგცემთ, რომლებიც, ვთვლი, რომ გამოგადგებათ.

პლასტიკური ქირურგია?!- ეს არც ისე ცუდია.
დიახ, პლასტიკურ ქირურგიაში ცუდი არაფერია, პირიქით, ზომიერების ფარგლებში ყველაფერი კარგია. გავიხსენოთ, რამდენი ლამაზმანი მიმართავს პლასტიკურ ქირურგს და რამდენი გამოდის ექიმის კაბინეტიდან უფრო გალამაზებული. თუ კი გსურთ თქვენი ფიზიკური ნაკლის აღმოფხვრა და ამაში ფინანსურადაც ხელი გეწყობათ, მაშინ პლასტიკური ქირურგია თქვენთვის შესანიშნავი გამოსავალია.



შეიცვალე სტილი!!!
პლასტიკური ქირურგია ძვირი სიამოვნებაა, ამიტომაც შემდეგ რჩევასაც მოგცემთ: შეცვალეთ საკუთარი სტილი და გახადეთ ის უკეთესი. თუმცა, შესაძლოა თქვენ აქამდეც შესანიშნაცად იმოსებოდით, მაგრამ გირჩევთ, რომ საკუთარ თავში რაიმე ახალი აღმოაჩინოთ, მისდიოთ უახლეს მოდურ ტენდენციებს. ასევე დიდ ყურადღებას მოითხოვს თქვენივარცხნილობაც. ამიტომ, თუ კი საშუალება გექნებათ, ჯობია გამოცდილ სტილისტს თვეში ერთხელ მაინც მიაკითხოთ-განაახლოთ და გაალამაზოთ თმა.


უარი თქვით სულელურ ექსპერიმენტებზე!
არ ჩაატაროთ საკუთარ თავზე ისეთი ექსპერიმენტები, როგორიცაა: თმის ვარდისფრად შეღებვა ანდაც პირსინგი და ტატუ. სჯობს დახვეწილი გოგონასავით გამოიყურებოდე, ვიდრე პანკივით. თუმცა არჩევანი თქვენზეა, უბრალოდ გირჩევთ.



გაანებივრე საკუთარი თავი! 
აღმოაჩინეთ და გამოიყენეთ თავის მოვლის ახალი საშუალებები. კარგია თუ კოსმეტოლოგს მიაკითხავთ, რომელიც უფრო სწორ და სასარგებლო რჩევებს მოგცემთ კანის მოვლის შესახებ. 


ვარჯიში და ჯანმრთელი კვება!
დილით ივარჯიშეთ და არ დაგავიწყდეთ საუზმობა, რადგან საუზმისა და სრულფასოვანი კვების გარეშე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაგიჩნდებათ. შერყეული ჯანმრთელობით კი შორს ვერ წახვალთ. თქვენ ხომ პირველ რიგში ენერგია და სასიცოცხლო ძალა გჭირდებათ. უარი თქვით ზედმეტად კალორიულ საკვებზე, უკეთ იძინეთ და შეეცადეთ უფრო ხშირად გახვიდეთ ქალაქგარეთ.


გახადეთ ცხოვრება მრავალფეროვანი, ხალისიანი და ნახავთ, რომ ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვლება, მათ შორის თქვენი გარეგნული მხარეც. მოკლედ, ყველა გზა სულიერ სიმშვიდემდე, ოპტიმიზმამდე და თვითდაჯერებულობამდე მიდის. თქვენც რაღა დაგრჩენიათ, უთხარით საკუთარ თავს: "მე ეს შემიძლია!"


კატეგორია: რჩევები | ნანახია: 2145 | დაამატა: anamigro | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2 Bbnrxp  
0
order lipitor 20mg pill <a href="https://lipiws.top/">purchase atorvastatin without prescription</a> brand lipitor 80mg

1 Bgyvwh  
0
oral lipitor 40mg <a href="https://lipiws.top/">buy lipitor 10mg for sale</a> buy atorvastatin cheap

სახელი *:
Email *:
კოდი *: