მთავარი » 2011 სექტემბერი 2 » როგორ უნდა გახდე HOT GIRL
21:09 როგორ უნდა გახდე HOT GIRL | |
ინდა გამოიყურებოდე არაჩვეულებრივად? გინდა ის გოგო იყო ვისაც ყველა უყურებს? მაშინ ეს ის სტატიაა რომელიც შენ უნდა წაიკითხო : )) როგორ უნდა გახდე HOT GIRL! ახალი არაფერი წერია, ყველაფერი ელემენტარულია უბრალოდ ერთად არის თავმოყრილი და იმედია გამოგადგებათ. ______________________________________________________________________________________________________ 1. დაიცავი ჰიგიენა: თავს მოუარე ყოველ დღე ბანაობით. თუ ცხოვრობ განსაკუთრებულად აქტიურად, მაშინ დღეში ორჯერაც მოგიწევს გადავლება. გაიხეხე ყოველი ჭამის მერე კბილები, ლამაზი ღიმილისთვის. გაირეცხე ტანისამოსი ყოველდღიურად. თუ გაქვს ბევრი ტანსაცმელი, მაშინ შეგიძლია ყოველ დღე ახალი ანუ სუფთა ჩაიცვა. ყოველთვის დავარცხნილი გქონდეს თმა და ჩანთით აუცილებლად ატარე პატარა სარკე, რომ ყოველ საათში ჩაიხედო. გაიპუტე წარბები, მაგრამ არა ძალიან წვრილად, ანუ ზედმეტიც ნუ მოგივა. მიხედე ბაკებს მაგრამ არასდროს გაიპარსო!!!! 2. იზრუნე ფრჩხილებზე: გაისუფთავე ფრჩხილები. თუ მანიკურს თვითონ იკეთებ დარწმუნდი, რომ ისინი ნატურალურად და კარგად გამოიყურება. თუ არა სალონში გაიკეთე მანიკურიც და პედიკურიც. ღია ფერის _ უფრო ხორცისფერი მანიკური ფრჩხილს ვიზუალურად ზრდის. გაიკეთე ფრენჩი, შეგიძლია იხმარო ვარდისფერი ან წითელი მანიკური, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყო ვულგარული! 3. პარსვა : )) პარსვა რა თქმა უნდა არის ჰიგიენური, მაგრამ ის ასევე გვანთავისუფლებს არა სასურველი კანის ნაწილებისგან. ძალიან მნიშვნელოვანია გაიპარსო ფეხები, ბიკინის ზოლი და იღლიები :D თუ პარსვა შენთვის თავის მომაბეზრებელია, მაშინ შეგიძლია გამოიყენო თმის მოსაშორებელი კრემები, მაგრამ მათ შეუძლიათ კანი გააღიზიანონ. ასევე სანამ პლაჟზე გახვალ დარწმუნდი, რომ ბინიკის ზოლი მოწესრიგებული გაქვს. პარსვა უფრო მოხერხებული და ჰიგიენურია, მაგრამ ბიკინის ზოლის გაპარსვა არაა რეკომენდირებული. ამისთვის შეგიძლია გამოიყენო ცვილი, ეპილაცია ან უბრალოდ მაკრატელი : )) 4. იზრუნე თმაზე: დაიბანე თმა კვირაში საშუალოდ 3ჯერ. არ დაიბანო ყოველ დილა საღამოს ან ყოველდღიურად! იხმარე ის შამპუნი, რომელიც შეთავსებადია შენი თმის ტიპისთვის. თუ ხარ გამძლე თავი დაიბანე ცივი წყლით, რადგან ცივი წყალი მეტ ბზინვარებას მისცემს თმას. დაბანის შემდეგ იხმარე კონდინციონერი, მაგრამ არა ხშირად და ყოველთვის, თუ გაქვს ცხიმიანი თმა. დარწმუნდი რომ იყენებ იმ შამპუნს და კონდინციონერს, რომელიც არის შენი თმის ტიპისთვის!!! დაიყენე თმა, მაგრამ ნუ გადაამეტებ. რაც უფრო ბუნებრივად გექნება, მით უფრო უკეთესია. ბუნებრივი ეფექტის, მაგრამ მოწესრიგებული თმა ძალიან მნიშვნელოვანია. სცადე სხვადასხვა პრიჩოსკის გაკეთება და ამოირჩიე ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგიხდება. თმა შეიჭერი 2 თვეში ერთხელ, რომ ბოლოჭამიები არ გაგიჩნდეს. 5. ჩადექი ფორმაში: ივარჯიშე და მიხედე სხეულის ფორმებს. იპოვე ის სავარჯიშო, რომელიც შენთვის ყველაზე მოხერხებული და მისაღები იქნება. არ უნდა გამოიყურებოდე ანორექსიულად და არ უნდა იყო ძალიან გამხდარი იმისთვის, რომ ფორმაში იყო. დაიმახსოვრე, ჟურნალების გარეკანზე მომღიმარი მოდელები არ არიან სილამაზის ეტალონები. უბრალოდ შეეცადე ცხიმიანი საკვების მაგივრად უფრო მეტი ხილი და ბოსტნეული ჭამო. სვი დღეში 8 ჭიქა წყალი! 6. იზრუნე შენ სახესა და კანზე: ეს უფრო ძნელი საქმეა ვიდრე ყველაფერი სხვა, რადგან ყველას სხვადასხვა ტიპის კანი აქვს. შეიძლება გქონდეს ცხიმიანი, გამომშრალი, პრობლემატური(დაყრილი), ან მგრძნობიარე სახის კანი. ძალიან მნიშვნელოვანია იპოვო შენი სახისთვის ყველაზე კარგი საშუალება. ჩაატარე ექსპერიმენდები და აირჩიე ყველაზე კარგი, მგრამ იყავი ძალიან ფრთხილად! ყოველდღიურად დაიბანე სახე და გამოიყენე კრემები, რათა კანი გამოიყურებოდეს ლამაზად და ქონდეს სასიამოვნო არომატი. 7. იყავი ის რაც ხარ: ასწიე თავი მაღლა, მხრები მოუშვი და გაიმართე. იყავი საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული. გამოასწორე სიარულის მანერა, ისე იარე თითქოს მიწას საერთოდ არ ეხები. აუცილებლად უნდა იყო ბედნიერი, მხიარული, თავდაჯერებული. იცოდე შენ თუ არ ცემ შენ თავს პატივს, მაშინ არც სხვა გცემს. დარწმუნებული იყავი იმაში რომ შენ ძალიან ლამაზი ხარ, უბრალოდ ეს გარშემომყოფებსაც უნდა დაანახო. ასე ვთქვად თვალი აუხილო : ) 8. ჩაიცვი მოდური ტანსაცმელი: იმ ტანსაცმლის ყიდვა, რაც მოდაშია, ყველაფრის გასაღებია. თუ მშობლები არ გყიდულობენ, შეაგროვე ფული და მოიწყე ხოლმე პატარა შოპინგები. ნუ იყიდი ძალიან გახსნილ ან ვულგარულ ტანსაცმელს. ასევე ისეთს რომელიც საშინლად მოტმასნილია სხეულზე. გამოაჩინე შენი პლიუსები და დამალე მინუსები! დარწმუნდი რომ აუცილებლად გიხდება! ჩაიცვი მოდურად, მაგრამ აუცილებლად შეინარჩუნე რამე პატარა დეტალი რაც არის მხოლოდ შენი და განგასხვავებს მასისგან! 9. გაიკეთე ბუნებრივი მაკიაჟი: მაკიაჟი ან გაგალამაზებს ან დაგამახინჯებს, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გაიკეთებ. გაიკეთე ისეთი მაკიაჟი, რომელიც იმუშავებს შენი სახისთვის. სწორი ფერის ამორჩევა ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია. გამოკვეთე მხოლოდ ერთი ნაკვთი. ნუ წამოწევ ყველაფერს წინ! თუ გაქვს წვრილი ტუჩები არავითარ შემთხვევაში არ იხმარო მუქი ფერი. თუ გაქვს ლამაზი თვალები აუცილებლად გამოკვეთე. მსუბუქად გამოკვეთე ყვრიმალები შედარებით მუქი რუჟით. ბევრი მაკიაჟი საშინლად გამოიყურება! კაცებს ბუნებრივობა მოსწონთ, ამიტომ შეეცადეთ მაკიაჟი ბუნებრივი იყოს. საბოლოო ინსტრუქცია: ნუ შეეცდები იყო ძალიან სექსუალური და გამომწვევი. შეეცადე იპოვო ისეთი ტანსაცმელი რაც მასას მოსწონს. არ გახდე სხვა ადამიანი. შენ დაგჭირდება მხოლოდ: პარფიუმერა, სამკაულები, ტანისამოსი, თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის სიყვარული. დაიმსახსოვრე, ძალიან ძნელი იქნება ისეთი ადამიანის პოვნა ვინც შენ მომხიბვლელად ჩაგთვლის, თუ მასე თვითონ შენც კი არ ფიქრობ. შენ ძალიან ლამაზი ხარ და მიეცი მსოფლიოს საშუალება რომ იცოდეს ეს! | |
|
სულ კომენტარები: 2 | |
| |