მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

აქ იპოვი რასაც ეძებ!!!

პარასკევი, 27.12.2024
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 2 » რუსეთმა დაგვანახა, რომ შეგვიძლია!
17:42
რუსეთმა დაგვანახა, რომ შეგვიძლია!

საქართველომ რუსეთთან წააგო და ეს ის შემთხვევა არაა, როცა მარცხისგან განადგურებული ხარ. ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა ქართველებმა ღირსეულ ბრძოლაში დათმეს შეხვედრა საკალათბურთო სამყაროს ერთ–ერთ უძლიერეს წარმომადგენელ რუსეთთან, რომელიც 2007 წელს ძველი კონტინენტის ჩემპიონი გახდა, ლიტვაში კი ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად, ანუ ფინალში გასასვლელად ჩამოვიდა.

 

ტურნირის დებიუტანტ საქართველოსთვის კი მთავარი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა და თუკი სამეულში, ანაც ხუთეულში ვერ მოხვდება, ამისთვის არავინ დაძრახავს. რუსებს ფინალს მიღმა დარჩენა წარუმატებლობად ჩაეთვლებათ და ჯგუფში ქართველებთან რომ წაეგოთ, ხომ მთლად კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვეოდნენ. არადა, ყველამ კარგად დაინახა, რომ საქართველოს მოგება შეეძლო. იგორ კოკოშკოვის გუნდმა პირველი ტაიმის შემდეგ 13–ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად მოახერხა ევროპაში ერთ–ერთი საუკეთესო დაცვის მქონე გუნდის წამოწევა და ცოტაც რომ გამართლებოდა, საამაყო გამარჯვებას იზეიმებდა.



მარტო ის რად ღირს, რომ ბოლო მეოთხედის საწყის 6:10 წუთში რუსებმა ქართველების კალათი ვერ დალაშქრეს. შეხვედრის დასრულებამდე 3:50 წუთით ადრე კოკოშკოვის გუნდი მხოლოდ 2 ქულას აგებდა და ანგარიშის გათანაბრების, ანდაც წინ გასვლის არაერთი შანსი გაანიავა.

 

შეხვედრის შემდეგ რუსი მოთამაშეები და ჟურნალისები ქართველების გამართულ თამაშზე, ჩვენი ნაკრების ბრძოლისუნარიანობაზე ლაპარაკობდნენ. დევიდ ბლატმა კი სულაც საქართველო უკვე ჯგუფიდან გაიყვანა და აღნიშნა, მიხარია, რომ თქვენთან მოპოვებული ქულა მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადაგვყვებაო. ვილნიუსში შევხვდებით – უთხრა პრესკონფერენციაზე რუსების მწვრთნელმა ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს.

წაგება ცუდია, განსაკუთრებით ასეთ პრინციპულ შეხვედრაში, მაგრამ იმის განცდა, რომ შენი გუნდი ჩემპიონატის ერთ–ერთი უმთავრეს ფავორიტს ტოლ–სწორად ეთამაშა და მოგებასთან ხელშესახებად ახლოს იყო, სიამაყის გრძნობას გმატებს. საქართველოს ნაკრებმა ლიტვაში უკვე დაიმსახურა პატივისცემა. კოკოშკოვის გუნდს საკუთარი ამბიციები გააჩნია და ქართველი ჟურნალისტები თავაწეულნი დადიან კლაიპედაში. სულ რაღაც ორ მატჩში საქართველოს ნაკრებმა საკუთარი, არცთუ ისე სუსტი იმიჯი შეიქმნა და იმედია, დარჩენილ მატჩებში ჩვენები პრესტიჟს კიდევ უფრო გაიმყარებენ.

 

2 სექტემბერს D ჯგუფში დასვენების დღეა. კოკოშკოვის გუნდს საკმაო დრო აქვს, გაანალიზოს გასული თამაშები და დარჩენილ სამ შეხვედრას მეტი მობილიზებით შეხვდეს.


კატეგორია: სპორტი | ნანახია: 926 | დაამატა: anamigro | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2 Oootmj  
0
lipitor 10mg pills <a href="https://lipiws.top/">buy atorvastatin 10mg generic</a> lipitor 40mg oral

1 Mqphqp  
0
order lipitor sale <a href="https://lipiws.top/">buy atorvastatin 10mg online cheap</a> order generic lipitor 10mg

სახელი *:
Email *:
კოდი *: