აქართველოს ეროვნულ გუნდს არსებობის ისტორიაში ლატვიის ნაკრებთან დაპირისპირება მეშვიდედ მოუწევს. აქედან სამჯერ, გუნდებს შეხვედრა ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ციკლში მოუწიათ, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში ან საერთაშორისო ტურნირზე ან კიდევ ამხანაგურ მატჩებში. აღსანიშნავია, რომ ურთიერთშეხვედრებში გუნდებს თანაბარი სტატისტიკური მაჩვენებლები აქვთ – ორ-ორი მოგება, ამდენივე წაგება და ფრე, ხოლო გატანილ-გაშვებული გოლების რაოდენობა 9-9-ზეა. საქართველომ ლატვიას ბოლო 1998 წლის 6 თებერვალს მალტის საერთაშორისო ტურნირზე მოუგო. აღსანიშნავია, რომ ბალტიისპირელები თბილისს ორჯერ სტუმრობდნენ და მასპინძლებმა მათი ძლევა ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს. მეტიც, 2008 წლის 6 თებერვალს ალეკსანდრს სტარკოვსის შეგირდებმა კლაუს ტოპმიოლერის გაწვრთნილ ქართველებს 3:1 სძლიეს. თემურ ქეცბაიას ფეხბურთელობის პერიოდში ლატვიელების წინააღმდეგ ორჯერ უთამაშია, მწვრთნელის რანგში კი, ბალტიისპირელებთან შეხვედრა შარშან ოქტომბერში მოუწია. აქამდე საქართველო ლატვიელებს ეროვნულ სტადიონზე მასპინძლობდა, ხოლო ამჯერად, მათ შეხვედრა "მიხეილ მესხზე” მოუწევთ. მომავალი თამაში 2 სექტემბერს 21 საათზე დაიწყება და მთავარი არბიტრი კვიპროსელი ლეონტიოს ტრატოუ იქნება. შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთები 10, 15 და 20 ლარი ღირს. საქართველო-ლატვიის შეხვედრას "პირველი არხი” პირდაპირი ეთერით გადასცემს.
რიგა. 26 ივნისი, 1994. ამხანაგური მატჩი
ლატვია - საქართველო 1:3 (0:1)
ლატვია: რაიმონდს ლაიზანსი, ტროიცკი (ელისეევი, 57), ასტაფიევსი, ზემლინსკი, შევლიაკოვსი, სპროგისი, ემელიანოვსი, ივანოვსი, ბლაგონადეჟდინსი, ბაბიჩევსი (ფედოტოვსი, 70), დრუპასი.
მთავარი მწვრთნელი: იანის გილისი.
საქართველო : ზოიძე, ბერაძე, კაციტაძე, ნემსაძე, გია ჯიშკარიანი, დავით ჯანაშია (სეფაშვილი, 85), ინალიშვილი, ჯამარაული (კაპ), ტუღუში (ტყებუჩავა, 78), ქინქლაძე, კაჭარავა.
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე.
გაფრთხილება: ემელიანოვი (30), ჯანაშია (80).
გოლები: 0:1 ჯანაშია (13), 1:1 ელისეევი (60), 1:2 კაჭარავა (74), 1:3 ჯამარაული (76).
მსაჯი: ნიკოლაი ანტიპიუკი (ბელარუსი).
ლა ვალეტა. 6 თებერვალი, 1998. "ტა ქალი”. 3000 მაყურებელი. საერთაშორისო ტურნირი
საქართველო - ლატვია 2:1 (0:0)
საქართველო: ტოგონიძე, შეყილაძე, კალაძე, შელია, ჩიხრაძე, გახოკიძე, ნემსაძე (კაპ) (კიკნაძე, 80), ქეცბაია (ცქიტიშვილი, 81), ჯამარაული (სილაგაძე, 70), ა. არველაძე (ყაველაშვილი, 46), შ. არველაძე (ა. იაშვილი, 46).
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი.
ლატვია: რაიმონდს ლაიზანსი, ზაკრეშევსკი, იურის ლაიზანსი, ბლაგონადეჟდინსი, ისაკოვსი (პოლიაკოვსი, 80), ლობანოვსი, ბლეიდელისი, რინკუსი (ლუკაშევიჩი, 46), ასტაფიევსი (სლესარჩუკი, 64), პახარსი, ზეიბერლინში.
მთავარი მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი.
გაფრთხილება: ცქიტიშვილი (87), იაშვილი (88).
გოლები: 1:0 ჯამარაული (50), 2:0 ჯამარაული (71), 2:1 ბლეიდელისი (85, პენ.).
მსაჯები: ალფრედ მიკალეფი, ემანუელ ზამიტი, რონი ფარუჯია (ყველა მალტა).
ლიეპაია. 10 ოქტომბერი, 1998. "დაუგავა”. 3600 მაყურებელი. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი
ლატვია - საქართველო 1:0 (1:0)
ლატვია: კარავაევსი, ლუკაშევიჩი, ასტაფიევსი (ისაკოვი, 75), ზემლინსკი, ლობანოვსი, ივანოვსი, შარანდო, ბლეიდელისი (იურის ლაიზანსი, 51), პახარსი (ბულდერსი, 86), ბაბიჩევსი, შტოლცერსი.
მთავარი მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი.
საქართველო: გვარამაძე, კალაძე, გახოკიძე (დემეტრაძე, 60), კობიაშვილი, შეყილაძე, ყაველაშვილი, ნემსაძე (კაპ), ჯამარაული, ქეცბაია, ქინქლაძე, შ. არველაძე.
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი.
გაფრთხილება: ნემსაძე (55), ყაველაშვილი (55).
გოლი: 1:0 შტოლცერსი (3).
მსაჯები: კონსტანტინ დან ზოტა, იონ დუმიტრიცა, სილვიუ-ვერონელ იოანი (ყველა რუმინეთი).
თბილისი. 8 სექტემბერი, 1999. "ბორის პაიჭაძე”. 15000 მაყურებელი. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი
საქართველო - ლატვია 2:2 (1:0)
საქართველო : გვარამაძე, შეყილაძე, დიდავა, წერეთელი, ცქიტიშვილი (სიჭინავა, 69), კალაძე, ნემსაძე (კაპ), ჯამარაული, კობიაშვილი, ყაველაშვილი (ა. არველაძე, 74), შ. არველაძე (დემეტრაძე, 71).
მთავარი მწვრთნელი: იოჰან ბოსკამპი.
ლატვია: კოლინკო, იურის ლაიზანსი (ბულდერსი, 83), სტეპანოვსი, ლობანოვსი, ივანოვსი, ზემლინსკისი, ბლეიდელისი, ისაკოვსი (ბაბიჩევსი, 58), რუბინსი, პახარსი, შტოლცერსი (შარანდო, 75).
მთავარი მწვრთნელი: გარი ჯონსონი.
გაფრთხილებები: წერეთელი (10), ნემსაძე (34), პახარსი (36), ჯამარაული (52).
გაძევება: წერეთელი (80).
გოლები: 1:0 შ. არველაძე (29), 2:0 ყაველაშვილი (51), 2:1 ბლეიდელისი (61), 2:2 სტეპანოვი (90).
მსაჯები: მიროსლავ რადომანი, ზელიკო რადულოვიჩი, სტევან ჩეტნიკი (ყველა სერბეთი).
თბილისი. 6 თებერვალი, 2008. "ბორის პაიჭაძე”. 10000 მაყურებელი. ამხანაგური მატჩი
საქართველო - ლატვია 1:3 (0:3)
საქართველო: რევიშვილი, სალუქვაძე, ასათიანი, კალაძე (კაპ), ელიავა, კანკავა, ხიდეშელი (ბექა გოცირიძე, 83), გოგუა (გრიგალაშვილი, 74), ყენია, მჭედლიძე (კობახიძე, 41), სირაძე.
მთავარი მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი.
ლატვია: ვანინსი (კოლინკო, 46), სტეპანოვსი, ასტაფიევსი, გორკშსი, კლიავა (ზირნისი, 90), ივანოვსი, ვიშნიაკოვსი (ჟიგაევსი, 46), სოლონიცინსი (კაჩანოვსი, 90), ცაუნია (რუბინსი, 46), ვერპაკოვსკისი (პერეპლეტკინსი, 83), კარლსონსი (რიმკუსი, 77).
მთავარი მწვრთნელი: ალეკსანდრს სტარკოვსი.
გაფრთხილება: ყენია (20), ვიშნიაკოვი (21), გორკშსი (73), სალუქვაძე (76).
გოლები: 0:1 კარლსონი (7), 0:2 სტეპანოვი (16), 0:3 ასტაფიევი (34), 1:3 კალაძე (46).
გამოუყენებელი პენალტი: სირაძე (87).
მსაჯები: ს. შმოლიკი, დ. სემინოვი, ო. კოლბი (ბელარუსი).
რიგა. 12 ოქტომბერი. 2010. "სკონტო”, 3000 მაყურებელი. ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი.
ლატვია - საქართველო 1:1 (0:0)
ლატვია: ვანინსი, კლიავა, ასტაფიევსი, ლაიზანსი (გრებისი, 82), ივანოვსი, ცაუნია, რუბინსი, გორკშსი (კაპ), ზირნისი, რუდნევსი, ჟიგაევსი (პერეპლეტკინსი, 86).
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრს სტარკოვსი.
საქართველო: რევიშვილი, ლობჟანიძე, ასათიანი, ამისულაშვილი, კალაძე (კაპ), დაუშვილი, ანანიძე (სალუქვაძე, 79), კვირკველია (გოგუა, 69), კობიაშვილი, იაშვილი (კოშკაძე, 88), სირაძე.
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.
გაფრთხილება: კლიავა (48), გორკშსი (64), სირაძე (75), გოგუა (82), რევიშვილი (88).
გოლები: 0:1 სირაძე (74), 1:1 ცაუნია (90+1).
მსაჯები: ჟორჟ სოუზა; ჟოაუ ფერეირა დუშ სანტუში, ჟოზე რამალიუ; ბრუნუ პაიშაუ (ყველა პორტუგალია).
2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი F ჯგუფი:
1. საბერძნეთი 6 4 2 0 8:3 14
2. ხორვატია 6 4 1 1 10:3 13
3. ისრაელი 7 4 1 2 10:7 13
4. საქართველო 7 2 3 2 5:5 9
5. ლატვია 6 1 1 4 5 5:9 4
6. მალტა 6 0 0 6 2:13 0
საქართველო-ლატვიის მატჩი გარდა, 2 სექტემბერს F ჯგუფში კიდევ ორი თამაში გაიმართება – მალტა ხორვატებს უმასპინძლებს, ხოლო ისრაელი ბერძნებს მიიღებს.
ლაშა თაბაგარი