მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

აქ იპოვი რასაც ეძებ!!!

ხუთშაბათი, 28.03.2024
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 3 » შავ-თეთრი ტანისამოსი 15 სექტემბრისთვის
13:02
შავ-თეთრი ტანისამოსი 15 სექტემბრისთვის
უკვე არაერთი სტატია დაიდო თემასთან დაკავშირებით რომელიც თითქმის ყველა მოსწავლეს აწუხებს. 
მაგრამ, ზოგიერთ სკოლაში გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული, ერთ-ერთი შეზღუდვა კი
მხოლოდ შავ-თეთრი ტანისამოსის დაშვებაა. ასეთ შემთხვევაში 
ტანსაცმლის ცალკე განხილვაა და შერჩევაა საჭირო 
რაშიც ეს სტატია აუცილებლად დაგეხმარებათ.



დახვეწილი და გემოვნებიანი 

ასე უნდა გამოიყურებოდეს შენი ტანისამოსი პირველ დღეს. 
ვინაიდან ამ დღეს ყველა თითქმის ერთნაირად გამოიყურება
თეთრ მაისურებსა და შავ ქვედაბოლოებსა თუ შარვლებში 
შენ მაინც გამორჩეულად დახვეწილი და გემოვნებიანი უნდა იყო. 

შესაძლოა ტანისამოსში თავადაც მოგიწიოს პატარა შტრიხების შეტანა:


ხოლო თუ მსგავსი რამეები არ გეხერხება შეგიძლია შემდეგი
რჩევები გამოიყენო: 

* თუ აარჩევ თეთრ პერანგს აუცილებლად შეუხამე მას შავი
ბაფთა საყელოზე, ან კლასიკური ჰალსტუხი. 
ეს შენს ლუქს დახვეწილობას შემატებს. 


* თუკი, მოირგებ თეთრ მაისურზე პიჯაკს,
არ დაივიწყო აქსესუარები, ეს ის ნივთებია რომელზეც შეზღუდვა 
ნაკლებად ვრცელდება და თამამად შეგიძლია სასურველი ფერის
თუ სტილის აარჩიო. 


* თუ, შეზღუდვები მხოლოდ ტანსაცმელზეა,
მაშინ თამამად აარჩიე ფეხსაცმელი საკუთარი გემოვნებით. 
რათქმაუნდა ის უნდა შეეფერებოდეს ტანისამოსს, და ამავდროულად
მთლიანად ახალისებდეს მას. 


* თუკი, აპირებ მოირგო შავი ქვედაბოლო
ნუ დაიბნევი და მას აურჩიე შესაფერისი წინდა ან "კოლგოტკი" . 
ლამაზად მოჩუქურთმებული,
ან მოდური პრინტით გაფორმებული. 


* თუკი, გაქვს გამოყვანილი წლი
და ლამაზი მკერდი, მაშინ თამამად შეგიძლია მოირგო თეთრი
კორსეტი პიჯაკის/პერანგის შიგნით, ან თუნდაც მის გარეშე. 
ეს ნამდვილად მოდური იქნება, და ამავდროულად ხაზს გაუსვამს 
შენდ ღირსებებს, და ლამაზ ფიგურას. 

* ხოლო თუკი, შენი ღირსება გამოყვანილი
უკანალი და ლამაზი ფეხებია, თამამად შეგიძლია მოირგო მაღალწელიანი
ქვედაბოლო, თუმცა თუ არ გაქვს მაშინ შეგიძლია შარვალსაც დასჯერდე. 


* ხოლო თუ , არც ისე კმაყოფილი ხარ
საკუთარი ფეხებით, ან ფიქრობ რომ მათ არ აქვს სასურველი ფრომა,
ან ძალიან მსხვილია მსგავსი ტანისამოსისთვის, შეგიძლია მოირგო
გალიფე სტილის კლასიკური შავი შარვალი. 
რომელიც აუცილებლად იდგება ტანზე თავისუფლად. 


* თუ ეს დასაშვებია, შენს სკოლაში, შეგიძლია
გამოიყენო ამ ორი ფერის შეხამება ერთმანეთთან სულ სხვა გზით. 
მაგალითად მოირგო თეთრი სარაფანი რომელსაც შავ პიჯაკს შეუხამებ
ამ კიდევ პირიქით შავი სარაფანი თეთრი პიჯაკით.

* თუ ხარ მაღალკლასელი 11-12 თავს
შეგიძლია ცოტა მეტის უფლება მისცე, ვინაიდან შეზღუდული 
ხარ ტანსაცმელში ყურადღება კვლავაც აქსესუარებსა თუ 
ფეხსაცმელზე უნდა გადაიტანო და თამამად შეგიძლია
აირჩიო მაღალქუსლიანი ლამაზი ფეხსაცმელი. 

* ნუ დაივიწყებ ტრადიციულ სამოსსა
თუ აქსესუარს, შავ-თეთრ ფორმას მსგავსი შტრიხები ძალიან
ალამაზებს. ასე რომ შეგიძლია ლუქი გაახალისო მოხდენილი
ცილინდრით ან ბერეტით. შესანიშნავი იქნება აგრეთვე 
ე.წ. "პაწიაშკები" . 

ახლა კი რამდენიმე სწოორად აწყობილი, 
საკმაოდ გემოვნებიანი ლუქი - თქვენი შთაგონებისათვის. 


შავ-თეთრი ტანისამოსი 15 სექტემბრისთვის

შავ-თეთრი ტანისამოსი 15 სექტემბრისთვის

შავ-თეთრი ტანისამოსი 15 სექტემბრისთვის

შავ-თეთრი ტანისამოსი 15 სექტემბრისთვის



შავ-თეთრი ტანისამოსი 15 სექტემბრისთვის

შავ-თეთრი ტანისამოსი 15 სექტემბრისთვის

შავ-თეთრი ტანისამოსი 15 სექტემბრისთვის

შავ-თეთრი ტანისამოსი 15 სექტემბრისთვის

შავ-თეთრი ტანისამოსი 15 სექტემბრისთვის

შავ-თეთრი ტანისამოსი 15 სექტემბრისთვის

შავ-თეთრი ტანისამოსი 15 სექტემბრისთვის

შავ-თეთრი ტანისამოსი 15 სექტემბრისთვის





კატეგორია: მოდა | ნანახია: 1752 | დაამატა: anamigro | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: