მთავარი » 2011 სექტემბერი 3 » წარმოადგინეს სედანი ბუგატი გალიბიერი
12:38 წარმოადგინეს სედანი ბუგატი გალიბიერი | |
საფრანგეთში დახურულ ჩვენებაზე წარადგინეს კონცეპტუალური სედანი ბუგატი გალიბერ 16 ც. მანქანა ალუმინისა და კარბონისგანაა შექმნილი და სუპერსედანების კლასში ყველაზე მსუბუქია. წინასწარი მონაცემებით, ავტომობილზე დაყენებულია დეფორსირებული რვა ლიტრი მოცულობის ძრავი, რომელიც მოდელ ვერონზე გამოიყენება. მისი სიმძლავრე 800 ცხენისძალაა ვერონის 1001 ცხენისძალიანი ძრავის ნაცვლად. ახალ სედანს რვასაფეხურიანი ავტომატური სიჩქარეთა გადაცემის კოლოფი აქვს და არა რობოტიზირებული ტრანსმისია, რომელიც ვერონზე გამოიყენება. ბუგატის სუპერსედანის სერიულ გამოშვებაზე გადაწყვეტილების მიღებას ნახევარი წლის მანძილზე აპირებენ. ამ ხნის მანძილზე ახალ მანქანას პოტენციურ მყიდველებს წარუდგენენ და მათ რეაქციას შეაფასებენ. თუ მანქანა სერიაში ჩაეშვება, იგი გაყიდვაში 2012–2013 წლებში გამოვა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |