მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

აქ იპოვი რასაც ეძებ!!!

ხუთშაბათი, 25.04.2024
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 3 » წვიმდა
14:43
წვიმდა
წვიმდა არ გახსოვს?როგორ წვიმდა,ცა დაგვტიროდა,
ზეცა ბღაოდა,გული კი მის ხმას ჩუმად ჰყვებოდა,
წვიმდა,ხომ გახსოვს,შენ მიდიოდი,ვერ გაჩერებდი,
ელვას მისდევდი,მე დროს ვქაჩავდი ვერ ვაჩერებდი.
შენ მიდიოდი მე კი ვრჩებოდი ბედის ამარა,
მხოლოდ სიტყვები მე ვერ მშველოდა,სიტყვა არ კმარა,
ტკივილმა ღამით,შუა ღამით მარტო მატარა,
კოშმარს ვებრძოდი ყოველ ღამე და წარამარა.
მე არ მინდოდა გამეგონა სიტყვა ნახვამდის,
კიდეც მეგონა რასაც ვიტყოდი სულ ყველგან გამდის,
როგორც შენ გაქრი ისევე გაქრნენ შენი თვალები,
და შენ დამტოვე,დრომ გაიყოლა შენი კვალები.
მე გვიან მივხვდი,რომ ჩემს გულში ქურდი შევუშვი,
შემდეგ დამტოვა და წამრთვა ყველა საზრდელი,
დღესაც ვერ ვხვდები თვალებისთვის ეს რად დავუშვი,
მაგრამ ქალი ვარ და ქალია ჩემი გამზრდელი.
და ალიონსაც ვხვდები ისევ მზე გაანათებს,
კვლავ გამინათებს ყოველ დილას შენი თვალები,
უქმად არ გავა არცერთი წუთი და არც წამები,
იბატონებენ ვალეტებზე კვლავაც დამები!
მაგრამ საღამოს,ჩაესვენება მზე,დაბნელდება,
შენ ისევ წახვალ,მე კოშმარები კვლავ დამჩემდება,
თვალებს მაჩუქებ მოგონებად,უსიტყვოდ წახვალ,
და არც იკითხავ რა მომივა ან დღეს და ან ხვალ!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 950 | დაამატა: anamigro | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: